სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) ექსპერტი მამუკა არეშიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება ნიკა მელიას მოუწევს, რადგან ის, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკშვილისგან განსხვავებული პოზიციებით გამოირჩევა.

    მისვე თქმით, მელიას პარტიიდან თანამოაზრეებიც გაჰყვებიან.

    "ნაციონალური მოძრაობა" არის მიხეილ სააკაშვილის პარტია. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის კურსის წინააღმდეგები არიან, პარტიიდან ან გადიან და ახალ პოლიტიკურ გუნდს ქმნიან ან საერთოდ იკარგებიან.

    თუ ნიკა მელიამ პარტიაში საკუთარი კურსით "შიდა გარჩევები" განაგრძო, მაშინ მას აუცილებლად მოუწევს პარტიიდან წასვლა, თან თანამოაზეებთან ერთად. შეიძლება ის ისე წავიდეს, როგორც თავის დროზე გიგა ბოკერია წავიდა. ნიკა მელიას გასვლა პარტიისთვის სერიოზული დატყმა იქნება, მაგრამ "ნაცმოძრაობის" წევრები და ლიდერები ამასაც შეურიგდებიან.

    ამ პარტიაში მთავარია მიხეილ სააკაშვილის დიქტატი. როგორც მიხეილ სააკაშვილს უნდა, ყველაფერი ისე იქნება. ვინც მის წინააღმდეგ წავა, ჩათვალეთ, რომ პარტიიდან გაგდებული ან საკუთარი ნებით წასულია.

    ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის დასახელების გამო, ნიკა მელიას უკვე ჰქონდა სურვილი თანაგუნდელებთან შეკამათების, მაგრამ მაშინ, რამდენადაც ვიცი, პარტიის ლიდერებმა მკაფიოდ გააფრთხილეს და უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჭკუით არ მოიქცეოდა, პარტიიდან გაირიცხებოდა.

    მაშინ მელიამ საკუთარი საქციელი მოთოკა და თავის სიტყვები უკან წაიღო. როგორც ჩანს, ახლა თავს ვერ იკავებს და გარკვეულ ნაბიჯებზე მიდის",- განაცახდა არეშიძემ "2020NEWS"-თან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (21.05.2019)
    აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიის ერთ-ერთი წინაპირობაა, ასე რომ აქ პრობლემა არ უნდა იყოს, მელიამ თავისი აზრი, თუ დააფიქსირა, აქ უჩეულო არაფერია, მაგრამ იმას რასაც სხვას უწუნებ, ანუ ყველა საკითხი თუ უნდა იხილებოდეს პოლიტსაბჭოზე და შემდეგ უნდა გავიდეს საზოგადოებაში, ნიკას თვითონ არ უნდა დაერღვია ეს პრინციპი, მაგრამ ეტყობა იჩქარა...ნიკა გამოცდილი და მეტად ენერგილი პოლიტიკოსია და არაფრით არ დაუშვებს განზე განდგომას, ვინაიდან თვითონ არის პარტიის სადავეებთან...

    sos!   (20.05.2019)
    ამჟამად ნიკა მართალია.ბევრი რამ დაუთმო მიშას და რა მოიგო მაგითი? ყველა ასარევ საქმეში იყენებდა ბოსი ,სად არ აყვირეს და არბენინეს და რა,ზუგდიდის არჩევნებშიც წაართვეს ქართველ კაცს მონაწილეობის უფლება და ბოსმა მისი კნეინა მიიყვანა.მის ადგილას ჩემით დავტოვებდი გუნდსაც და თანაპარტიელებსაც.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×