სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

    51-ე სკოლის მიმდებარედ მცხოვრებნი დაახლოებით 1 საათის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრობენ. მათი განცხადებით დაპირისპირებაში ბევრი არასრულწლოვანი მონაწილეობდა.

    „ბევრი ბიჭი იყო. იგინებოდნენ და ხელჩართული ჩხუბი ჰქონდათ, თუმცა მათ ცივი იარაღი არ ჰქონიათ. გამოვიძახეთ პოლიცია და მათ მოსვლამდე ჩვენ თვითონ გავანეიტრალეთ სიტუაცია“, - განუცხადეს პრაიმტაიმს მეზობლებმა.

    ისინი ირწმუნებიან, რომ ამ ინციდენტში მეთორმეტეკლასელებს მონაწილეობა არ მიუღიათ და არც არავინ დაუჭრიათ.

    სკოლაში ამჟამად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. მათ მოწმეების გამოკითხვა დაიწყეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved