სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) ვუსმენდი ბექა ნაცვლიშვილს, შემდეგ ირმა ინაშვილს და ადა მარშანიას და საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ მათი გამოსვლის რაღაც ნაწილებს ვეთანხმები - ეს ძალიან რთული ამბავია და მოახერხეთ თქვენ, ამის წარმოდგენაც კი ძნელი იყო! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" წევრებს გიგა ბოკერიამ.

    მან ასევე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომ „გაწეული შრომისთვის შეკვეთილის დენდროპარკში ორდღიანი შვებულება ეკუთვნის".

    გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდს სთხოვა პასუხი კითხვაზე, რატომ არ უნდათ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით მსაჯი და მოთამაშე ერთმანეთისგან გამიჯნონ.

    "რატომ ხართ იმის წინააღმდეგ, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი უზენაეს სასამართლოს სრულად არ აკომპლექტებდეს? მესმის, რომ გულში გაქვთ ეჭვი იმისა, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებს ვერ მოიგებთ, მინდა რომ დაგეთახმოთ, მაგრამ პრინციპს რატომ ეწინააღმდეგებით?" - მიმართა გიგა ბოკერიამ.

    პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა გრძელდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved