სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) "ყოველთვის ვხელმძღვანელობდი პრინციპით, აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისაო" - პრემიერი საგალობლების სწავლების მიზეზებს განმარტავს.

    მამუკა ბახტაძე ინიციატივის მნიშვნელობაზე საუბრისას, ილია ჭავჭავაძის სიტყვებს იშველიებს. ბახტაძე ამბობს, რომ ინიციატივა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. პრემიერისთვის ინიციატივას ემოციური დატვირთვაც აქვს. მისი თქმით, ის ხელმძღვანელობს პრინციპით - "აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისა".

    „მე ამ საკითხს ვუდგები სახელმწიფოებრივად და, რა თქმა უნდა, ამავე დროს ემოციური დატვირთვითაც იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ქრისტიანულ ოჯახში და მე მაქვს ჩემი ფასეულობები და ფასეულობათა სისტემა და მე ყოველთვის ვხელმძღვანელობდი მთავარი პრინციპით, ეს პრინციპი თქვა ყველაზე დიდმა ქართველმა ილია ჭავჭავაძემ - აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისაო.

    ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ერი, რომელიც დაივიწყებს თავის ტრადიციებს, თავის ღირებულებებს, ეროვნულ საგანძურს, იმას ვერ იქნება მომავალი. ისევე როგორც მომავალი ვერ ექნება ერს, რომელიც არ იქნება ფოკუსირებული განვითარებაზე," - ამბობს პრემიერი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved