სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები ცხინვალში დაგეგმილ 9 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება.

    მათივე განცხადებით, აღლუმში მონაწილეობას რუსული სამხედრო ბაზის 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო ტექნიკის 30-მდე ერთეული მიიღებს, აღლუმისთვის მომზადება უკვე დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მექანიზირებული კოლონის შემადგენლობაში 9 მაისს ცხინვალში, თავისუფლების მოედანზე „გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც გამოჩნდება.

     

     

     

    2020news.ge

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×