სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    05.12.2018

     (რეზონანსი) ინაუგურაცია თუ უნდათ თბილისში ჩაატარონ, თუ უნდათ ზუგდიდში, ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვაქვს და არავინ აპირებდა მის ჩაშლას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია.

    „არაფერი პრობლემა არ გვაქვს. თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში, თუ უნდათ ზუგდიდში, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. ამიტომ, ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

    ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (05.12.2018)
    გრიგოლ ვაშაძეს ჯერჯერობით, ევროპულობის არაფერი ეტყობა- არჩევნებში 60 % ელექტორატის ჩ ა თ ვ ლ ა შეცდომაში შეყვანილებად, ქურდებისა და მოძალადეების მსხვერპლ ნახირად წარმოჩენა და-ხალხის დიდი უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წასვლა -მოჭარბებულად აზიური ხასიათის გამოვლინებაა! ."ძაღლი ყეფს-ქარავანი მიდის"-- ეს ანდაზაა,(არ ჩათვალოთ ადამიანის მეგობარ ძაღლს-გადარებდეთ, მე თქვენ დიდ პატივს გცემთ და თქვენგან ველოდები ვაჟკაცურ საქციელს, ნამდვილ ევროპულსა და ქართულს) -- თაკო ჩარკვიანივით-- ანდაზის აზრის დამახინჯება არ მოახდინოთ!

    გალელი   (05.12.2018)
    თანდათან მიშას ემსგავსებით გრიგოლ ბატონო


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×