სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2018

     (რეზონანსი) "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი და ამჟამად „პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე კრიტიკულ კვლევებზე ხელისუფლებას დამოკიდებულებებს უწუნებს.

    ამჯერად ის IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია ე.წ. ელიტურ კორუფციასა და ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულებრივ გადაცდომებზე. დეპუტატი განსაკუთრებით გია ვოლსკის აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ის არანაირ კრიტიკულ აზრს არ იღებს.

    "ძალიან ცუდია, როცა ასეთი ფაქტები ფიქსირდება ქვეყანაში. ვთვლი, რომ ამაზე ისეთი პასუხები კი არ არის გასაცემი, როგორც დღეს ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, დასაფიქრებელია, რადგან რეალურად ყველა ეს საკითხი დიდი ხანია საზოგადოებაში მუსირებს ჭორის დონეზე და სამწუხაროდ ჭორი აღმოჩნდა სიმართლე. როდესაც ეს კვლევებში ხვდება, ალბათ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში სიტუაცია შემაშფოთებელია.

    "მაგრამ ჩვენ გვყავს ვიცესპიკერი ბატონი გია ვოლსკი, რომელიც არის მთავარი „გამპრავებელი" და ის ყველაფერს უარყოფს ზოგადად და საერთოდ მსოფლიო ჩემპიონია ალბათ „გაპრავების" დარგში. თავისი ფუნქციები აერია ალბათ უკვე, მისთვის არასოდეს არ არსებობს არც ფაქტები, არც საბუთები. ყოველთვის ამბობს, რომ არ ენდობა, თვითონ ვისგან აქვს ასეთი ნდობა, რომ სხვას არ ენდობა, ეს მაინტერესებს",- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved