სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.10.2018

     (რეზონანსი) ცენტრალურმა საარჩენო კომისიამ დარღვევად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში საბავშვო ბაღის გახსნაზე ტორტზე „ქართული ოცნების" ლოგო იყო გამოსახული. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

    ცესკოს საკითხის შესწავლის მოთხოვნით „სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ ტორტზე პარტიის ლოგოს გამოსახულებით დაირღვა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, აკრძალულია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე აგიტაციის გაწევა.

    ჩხოროწყუს საოლქო საარჩენო კომისიამ ფაქტი დარღვევად არ ჩათვალა.

    „ვინაიდან პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე არ ჰყავს საკუთარი კანდიდატი, საბავშვო ბაღში მომხდარი ფაქტი არ შეიცავდა აგიტაციიის ნიშნებს", - აცხადებს ცეესკოს წარმომადგენელი.

    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში, საბავშვო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით, ბაღის თანამშრომლებმა ტორტი გამოაცხვეს, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" ლოგოთი იყო გაფორმებული.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved