სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.07.2018

    20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის პროცესზე ნაცვლიშვილის მეგობარმა, დარეჯან თათარაშვილმა ჩვენება მისცა.

    მისი თქმით, ანას და ლადოს ურთიერთობას არასდროს ემხრობოდა.

    "სრულიად უმიზეზოდ შორდებოდა, აუხსნელად ტოვებდა, სხვა გოგოებთან მიდიოდა. ეს ადამიანი პიროვნულადაც არასდროს მომწონდა, არასანდოდ მიმაჩნდა. ჩემში ეჭვს იწვევდა, რომ მას მეგობრებიც არ ჰყავდა, ეჭვს იწვევდა, თუ რატომ არ აცნობდა მათ ანას... ანა ცოტა ადამიანს ენდობოდა, ამიტომ შეუძლებელი იყო, ის დილის 5 საათზე სხვას გაყოლოდა. არასდროს სხვა დროს გრიგალაშვილს არ შეშინებია ანა მის ზარებს რატომ არ პასუხობდა.

    ანას ძალიან უყვარდა ლადო, იმდენად ძალიან, რომ ეს მიკვირდა კიდეც. ანას ცხოვრებაში სხვა მამაკაცი, ბიჭი არ არსებობდა..."- თქვა მოწმემ.

    დარეჯან თათარაშვილმა მკვლელობის დღეს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც დილით, 06:00 საათზე, ნაცვლიშვილის სახლში ლადო გრიგალაშვილის მისვლის ამბავი გაიგო, მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა მის მიერ იყო ჩადენილი.

    „ეს არ გავს იმ პიროვნებას, რომელსაც საყვარელი ადამიანი მოუკლეს. გარედანაც რომ ვუყურებდი, საკმაოდ ცინიკური გამოხედვა აქვს. ბედნიერი ვიქნები, რომ ვცდებოდე და ერთი პროცენტი მაინც არსებობდეს იმის შანსი, რომ არ იყოს ეს ჩადენილი ლადო გრიგალაშვილის მიერ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მკვლელი არის ის", - განაცხადა მოწმემ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved