სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.06.2018

     (რეზონანსი) ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც ოთხი წლის ბავშვი მოკლეს, პოლიციამ ნაგვის ურნიდან ბავშვის ტანსაცმელი და ზეწრები ამოიღო. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.

    „ორი ქალი იყო, ალბათ იჩხუბეს. პოლიციამ ნაგვის ურნიდან დანა და ზეწრები ამოიღო",- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

    ბინის მესაკუთრე, რომელმაც უცხოეთის მოქალაქეებს ბინა ერთი თვის წინ მიაქირავა, ამბობს, რომ ქალი მხოლოდ ერთხელ ნახა.

    „1 თვის წინ ჩემთან მოვიდნენ, სახლის დაქირავება უნდოდათ. ბავშვი საერთოდ არ მინახავს. ერთი თვეა აქ ცხოვრობენ და ბავშვის ხმა არ გამიგია. ჩემთან კონტაქტი არ ჰქონდათ",- აცხადებს ბინის მესაკუთრე თამარ დიასამიძე.

    მკვლელობაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა, ოთხი წლის გოგონა ცემით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ცხედარი პოლიციის განყოპფილებაში თავად მიიტანა და პოლიციას ჩაბარდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved