სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.04.2018

     (რეზონანსი) რადგან ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ პროცესებში უნდა ჩაერთოს, ესე იგი, ჟივილ-ხივილი ტყუილად არ გაგვიმართავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესიუსი" ავრცელებს.

    "ძალიან კარგია ეს ამბავი, რადგან ბიძინა ივანიშვილი არის უპირობო ლიდერი არა მარტო „ქართული ოცნების", არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის და თუ ამის ნაკლებობა იყო, ესე იგი კარგია, რაც მოხდა. რადგან ის დარწმუნდა, რომ პროცესებში უნდა ჩაერთოს, ესე იგი ჟივილი-ხივილი ფუჭად არ გაგვიმართავს", - ამბობს ქანთარია.

    დეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი „ქართულ ოცნებას" გააერთიანებს და ამავე დროს განსაკუთრებულ ცვლილებებს ელოდება.

    "მგონი, ცვლილებები იქნება. დღეს ბიურო იყო შეკრებილი, რომელმაც შეიძლება ყველაფერზე ისაუბროს აბსოლუტურად, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭო. პარტიულ გადაწყვეტილებას დღევანდელ სხდომაზე ვერ მიიღებდნენ, მაგრამ რადგან ეს ინფორმაცია ითქვა, მე მივესალმები", - დასძინა ქანთარიამ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved