სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    28.12.2017

     (რეზონანსი) პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს თბილისში გადმოჰყავთ.

    თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილს თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

    მისივე თქმით, პაციენტის ტრანსპორტირება შესაძლებელია, რისთვისაც ექმიები უკვე ამზადებენ.

    მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ საადმყოფოში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მესამე დღეა მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ქალა - ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს.

    მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

    სუს-მა თბილისსა და პანკისში 26 დეკემბერს ხუთი ადამინი დააკავა. თითოეულ მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved