სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.11.2017

     (რეზონანსი) ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, მისი კანდიდატურა განიხილოს.

    "კანდიდატად რომ განვიხილები, ეგ თქვენგან მესმის პირველად. მე არანაირი პოლიტიკური გეგმები და ამბიციები არ მაქვს და იმედია, ასეც იქნება", - განაცხადა სერგეენკომ.

    სერგეენკოს გარდა, მედიაში არაოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ჯანელიძე და ირაკლი ღარიბაშვილიც სახელდება. თუმცა, „ქართულ ოცნებაში", ოფიციალური განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ არ გავრცელებულა.

    პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

    შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter