სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.11.2017

     (რეზონანსი) სტრასბურგში დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმი საზეიმოდ ქართულმა ანსამბლმა „შავნაბადამ" გახსნა. საათ-ნახევრიანი საკონცერტო პროგრამიდან „შავნაბადას" 20 წუთი დაეთმო.

    განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა ევროკავშირის ჰიმნის განსხვავებულმა ვერსიამ. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ბოლო ნაწილის ახალი ვერსია კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ დაამუშავა.

    ქართველი შემსრულებლების გამოჩენას აუდიტორია ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა. ფორუმის მონაწილეების შეფასებით, ეს იყო ჰარმონიის, ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.

    შეგახსენებთ, „შავნაბადა" მსოფლიო ფორუმზე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით ჩავიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter