რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს მთავრობას დახმარების მზადყოფნას ისრაელიც სთავაზობს.

როგორც ისრაელის საელჩოდან იუწყებიან, შესაბამისი მზადყოფნა ისრაელის ელჩმა საგანგებო შტაბის წარმომადგენლებთან საუბრისას უკვე გამოხატა.

„ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ისრაელის ელჩი შაბთაი ცური საქართველოში შექმნილი საგანგებო შტაბის წარმომადგენლებს ესაუბრა და საჭიროების შემთხვევაში, ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მზადყოფნა გამოხატა.

"ისრაელი, როგორც მეგობრული სახელმწიფო გულგრილი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი ვერ იქნება და მზადაა, შეძლებისდაგვარად სტიქიასთან ბრძოლის ამ რთულ მომენტში საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ტექნიკა საკმარისად არის და ხანძარს უმკლავდებიან.

"ისრაელის საელჩო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგანგებო შტაბი მზად არიან კოორდინირებულად იმოქმედონ და საჭიროების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დასახონ ", - აცხადებენ ისრაელის საელჩოში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×