რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას ველოდებით, კონკრეტულად, დახმარება რაში სჭირდებათ და შემდეგ იმ ვარიანტებიდან, რასაც ისინი მოგვაწვდიან, ჩვენ დავეხმარებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ ბორჯომის ხეობაში ხანძრის თაობაზე განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ხანძრით ძალიან შეშფოთებული ვართ. ჩვენ საქართველოს მთვრობას ჩვენი დახარება შევთავაზეთ. გუშინ ამერიკის კრიზისების მართვის დეპარტამენტს ვესაუბრე, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებზე მუშაობს და ვუთხარით საქართველოს მთავრობას, თუ რა კუთხით სჭირდებათ დახმარება. ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას ველოდებით, კონკრეტულად დახმარება რაში სჭირდებათ და შემდეგ იმ ვარიანტებიდან, რასაც ისინი მოგვაწვდიან, ჩვენ დავეხმარებით",- განაცხადა კელიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×