რეზონანსი
01.02.2017

 საერთაშორისო ორგანიზაციის, „Freedom House"-ის შეფასებით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა მედიის საკითხი, ტელევიზიების მფლობელების თემა და კანონის უზენაესობა,კვლავ პრობლემად რჩება.

ორგანიზაციის ანგარიშში, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების კუთხით, საქართველოს 7 ბალიანი სისტემით, 3 ქულა აქვს მინიჭებული და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა.

ანგარიშის მიხედვით, ამერიკის თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია და ის თავისუფალი ქვეყნების რიგშია, თუმცა არის იმ სახელმწიფოების გვერდით, რომლებსაც განსაკუთრებული დაკვირვება სჭირდებათ, რადგან შესაძლოა, მათი დემოკრატიის ტრაექტორია შეიცვალოს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიამ ბევრი გაურკვევლობა გააჩინა სამოქალაქო თავისუფლებების მიმართ.

„დონალდ ტრამპის უჩვეულო საპრეზიდენტო კამპანიამ დატოვა პასუხგაუცემელი შეკითხვები მომავალი ადმინისტრაციის მიდგომაზე სამოქალაქო თავისუფლების მიმართ და მსოფლიოში შეერთებული შტატების როლზე,"- ნათქვამია „Freedom House"-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის ანგარიშში, არათავისუფალი ქვეყნების სიაშია რუსეთი. საუბარია ყირიმის ოკუპაციაზე, ამერიკისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე, სირიაში მის მიერ წარმოებულ დაბომბვის კამპანიაზე და არადემოკრატიულ პროცესებზე ქვეყნის შიგნით.

ყველაზე რთული მდგომარეობა, ანგარიშის მიხედვით, სირიას, ერითრეას, ჩრდილოეთ კორეას და უზბეკეთს აქვთ.

 

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×