რეზონანსი
02.05.2023

მამუკა მდინარაძემ აშშ-ში ჩატარებული „გელაპის" კვლევის შედეგები შეაფასა. „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ლგბტ პროპაგანდისა და ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ძალიან სერიოზული საკითხია უფლებების დაცვისა და პროპაგანდის გამიჯვნა. ჩვენც უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა. არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელმაც შეიძლება მეორე ადამიანის დისკრიმინაცია მოახერხოს. მაგრამ, მეორე მხრივ, ლგბტ პროპაგანდაში ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევაში, პროპაგანდას მოაქვს ასეთი შედეგები, რომ რაოდენობა შეიძლება იზრდებოდეს ამის გამო", - განაცხადა მდინარაძემ.

„გელაპის" კვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში მოზარდებში LGBTQ იდენტიფიცირებულთა 20% Gen Z ის თაობაა. კვლევის თანახმად, აშშ-ში LGBTQ იდენტიფიკაცია მოზარდებში 7.2 %-ია. აქედან 20% Gen Z-ის თაობაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×