რეზონანსი
26.05.2022

რუსული მხარე, უკრაინის პოზიციებზე ერთდროულად რამდენიმე რაიონში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

"დღევანდელი მდგომარეობით, აგრესორი მთელს შეხების ხაზზე და დონეცკის ოპერატიული რეგიონის ჩვენი ძალების პოზიციებზე გაძლიერებულ დაბომბვებს ახორციელებს. მტერი ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, ავიაციასა და არტილერიას იყენებს. სიტუაცია რთულია და არის ესკალაციის ნიშნები. მტერმა გამოიყენა ყველა რესურსი, რათა დაეპყრო ჩვენი ტერიტორია და ჩვენი ძალები ალყაში მოექცია. მტერი ჩვენს პოზიციებს სხვადასხვა წერტილში ერთდროულად უტევს. ჩვენ ბრძოლის ძალიან რთული და ხანგრძლივი ეტაპის წინაშე ვართ", - განაცხადა ანა მალიარმა.

მანამდე, დონბასის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღების მიზნით, 40-ზე მეტ დასახლებასა და სტრატეგიულ ქალაქებს თავს დაესხნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×