რეზონანსი
20.05.2022

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ყატარი მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის სამომავლო ენერგეტიკულ სტრატეგიაში რუსული გაზის დივერსიფიკაციისთვის.

„ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გერმანია თავის ინფრასტრუქტურას განავითარებს, რათა გემით თხევადი გაზის იმპორტი იყოს შესაძლებელი. ეს დიდი ნაბიჯია და ყატარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს სტრატეგიაში", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ყატარის ემირმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ქვეყანა 2024 წელს გერმანიისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას დაიწყებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×