რეზონანსი
19.05.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძემ ქალიშვილთან ერთად მოინახულა.

როგორც სოფომ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს პატარა ელისი 7 თვეზე მეტია არ უნახავს.

"მოვინახულეთ მიშა, ბოლოს ვნახეთ, საქართველოში დაბრუნების წინ. მთელი ეს დრო ძალიან ენატრებოდა ბავშვი, ძალიან უნდოდა ნახვა.

აჩვენა ყველაფერი რამდენი რამ ისწავლა, როგორ მღერის, როგორ ითვლის, ანბანს როგორ ამბობს...

ბევრი ეფერა და ძალიან ბედნიერი იყო.

ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე იყო მისი ამ პირობებში ნახვა, მაგრამ მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მოგვცა ამის შესაძლებლობა.

ძალიან მძიმე საყურებელი იყო, მთავარია, თვითონ იყო ბედნიერი იმით, რომ ჩვენ გვიხილა.

7 თვეა არ უნახავს ბავშვი, თუ ცოტა მეტი, მოეფერა და ისიამოვნა ამით და ჩვენ ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ."- აღნიშნა სოფომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×