რეზონანსი
19.05.2022

ბელარუსის რესპუბლიკის გომელის რაიონში მიმდინარეობს აეროდრომის საინჟინრო აღჭურვილობა, რომელიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის სამხედრო ბაზად - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა განაცხადა.

გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს.

„ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, მტერმა დაიწყო გომელის რეგიონში ზიაბროვკას აეროდრომის საინჟინრო აღჭურვილობის მომზადების სამუშაოები, რომელიც შემდგომ შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზად ბელარუსის რესპუბლიკაში", - თქვა გრომოვმა.

უკრაინული გამოცემა UNIAN წერს, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან, რუსეთის ფედერაცია პერიოდულად უშვებს რაკეტებს უკრაინულ ობიექტებზე. 10 მაისს კი ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვიქტორ გულევიჩმა გამოაცხადა უკრაინის საზღვარზე სპეციალური ჯგუფის განლაგების შესახებ.

წყარო: „მთავარი არხი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×