რეზონანსი
14.05.2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება ერთ კაცსა და ხუთ ქალს დაუდასტურდა. ყირიმ-კონგოს შემთხვევები გამოვლინდა ჭვინთაში, საყუნეთში, მუსხში კლდეში, ქალაქ ვალესა და ქალაქ ახალციხეში.

„ყველა შემთხვევაზე განხორციელებულია ეპიდკვლევა, ხოლო პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ინფორმაცია შემთხვევებთან დაკავშირებით გადაგზავნილია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სოფლის ექიმებთან და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში", - აღნიშნული ინფორმაცია ახალციხის მერიამ "სამხრეთის კარიბჭეს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით მიაწოდა.

როგორია პაციენტების მდგომარეობა და რომელ კლინიკებში იმყოფებიან ჩვენთვის უცნობია, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფატი ხაბულიანი „სამხრეთის კარიბჭეს" სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

13 მაისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ადამიანის ყირიმ-კონგოთი დააავადების 10 შემთხვევაა გამოვლენილი. აპრილში ასპინძაში ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ოთხივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

წყარო: sknews.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×