რეზონანსი
03.12.2021

უამრავი ხარჯია, რომელიც ღიმილისმომგვრელი იყო უბრალოდ, რაზეც მიდიოდა დავა. უამრავი ხარჯი იყო, რომელსაც ვეთანხმები, რომ არ უნდა ყოფილიყო გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუნდაც სწავლის ფულთან მიმართებაში, - ასე აფასებს „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეს საკითხი პრიორიტეტი არ არის. როგორც ბუაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ჩაიდინა თუ არა ექსპრეზიდენტმა დანაშაული.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი გაასამართლოს დამოუკიდებელმა და სამართლიანმა სასამართლომ.

„[სააკაშვილის] რაღაც პასუხებმა დამაკმაყოფილა, ბევრმა პასუხმა არ დამაკმაყოფილა. მაშინ უნდა გადავაბიჯო ჩემს ღირებულებებს და წლების განმავლობაში ჩემს მიერ გაჟღერებულ მოსაზრებებს საბიჯეტო და ფისკალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ჩემი თავი არ მიმაჩნია მოსამართლედ. იქ უამრავი ხარჯი იყო, რომელიც ღიმილისმომგვრელი იყო უბრალოდ, რაზეც მიდიოდა დავა. უამრავი ხარჯი იყო, რომელსაც ვეთანხმები, რომ არ უნდა ყოფილიყო გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუნდაც სწავლის ფულთან მიმართებაში. ეს არის მესამე ხარისხოვანი. პირველი მნიშვნელობის საკითხი არის, იქნა თუ არა ჩადენილი დანაშაული. ამის დამდგენი მე არ ვარ, ეს უნდა გააკეთოს დამოუკიდებელმა და სამართლიანმა სასამართლომ", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×