რეზონანსი
21.10.2021

ეს არ არის გასაკვირი, ასეც მოხდებოდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი აღიარებული არის ოკუპანტად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, ათენში ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს ეხებოდა.

„ეს არ არის გასაკვირი, ასეც მოხდებოდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთი აღიარებული არის ოკუპანტად. რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირი მინიშნება არის და აღიარება იმ უფლებების დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ნებისმიერი კონტრსარჩელი, რომელიც შეიძლება მეორე მხარის მიერ იყოს წარმოჩენილი და შეტანილი, არ იქნება მხარდაჭერილი", - განაცხადა კახა კუჭავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×