რეზონანსი
21.10.2021

„ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს და კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის „კასრების საქმით". ეს არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოებამ სათანადო პასუხი უნდა გასცეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

მისი თქმით, ოცივე მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური იმართება, „ნაციონალურ მოძრაობას" საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

„ეს არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოებამ სათანადო პასუხი უნდა გასცეს. როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით გაეცათ მათ პასუხი, ასევე ახლა, ოცივე მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური იმართება, მათ უნდა გაეცეთ საკადრისი პასუხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×