რეზონანსი
21.10.2021

ირაკლი კობახიძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო მუშაობს, რათა ქვეყნის პოზიციები იყოს მაქსიმალურად დაცული.

„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ იგივე არაღიარების პოლიტიკა იყოს წარმატებით განხორციელებული, სამართლებრივ დავებში გვქონდეს ყველგან წარმატება, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატებები, რაც არის შესაბამისი უწყებების დამხაურება, მათ შორის პირველ რიგში, იუსტიიციის სამინისტროს დამსახურება. მადლობა თითოეულ მოხელეს და სამინისტროს ხელმძღვანლობას, მთავრობას ამ პრინციპული პოზიციის დაცვისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×