რეზონანსი
21.10.2021

ცხელება, საკვებზე უარის თქმა, ტკივილი და დიარეა - ეს ის სიმპტომებია, რომელიც მცირე ასაკის ბავშვებში გახშირდა, რის გამოც პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობა კიდევ უფრო გაიზარდა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამჟამად ინტენსიურ თერაპიულ მკურნალობას 24 პაციენტი გადის, ყველა მათგანის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. ამის შესახებ კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი საუბრობს.

"პაციენტების ძირითადი მომართვიანობა გამოწვეული არის ცხელებით, მცირე ასაკის ბავშვებში საკვებზე უარის თქმით, ტკივილით და ნაწილობრივ დიარეის მოვლენებიც პრევალირებს. რაც შეეხება ინტენსიურ თერაპიას, 24 პაციენტი მკურნალობას, აქედან არც ერთი არ იმყოფება აპარატურულ მხარდაჭერაზე, მათი მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით. მომართვიანობა ძირითადად არის წლამდე ასაკის ბავშვების ხარჯზე, ბოლო პერიოდში მომატებული იყო ბაღის ასაკის ბავშვების მომართვიანობა და პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები," - აცხადებს დავით რეხვიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×