რეზონანსი
20.10.2021

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მივიდა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს აუხსნის თუ რა შეიძლება მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში.

ამასთან, ექიმის განცხადებით, რუსთავის ციხეში მედიკამენტოზური მკურნალობა ვერ მოხერხდება.

"როგორც კი შევალ გავეცნობი მის ბოლო ანალიზებს და შემდეგ დაველაპარაკები დეტალებზე, თუ რა მოყვება ამ ჰოსპიტალიზაციას, რა უნდა გავაკეთოთ საავადმყოფოში, რა გადასხმები უნდა, ამ დეტალებს გავივლით.

აქ მედიკამენტოზური მკურნალობა ვერ მოხერხდება. საჭიროა ჰოსპიტალიზაცია რამდენიმე დღეში.

უნდა ავუხსნა ყველაფერი, რა გადასხმა შეიძლება დაჭირდეს, როგორ უნდა იწვეს, როგორ იქნება მისი ნახვის შესაძლებლობა და ყველა წვრილმანი. ალბათ, გარკვეული პერიოდი მოუწევს საავადმყოფოში ყოფნა, ერთდღიანი მემგონი არ იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×