რეზონანსი
20.10.2021

დღეს რაც კახა კალაძემ თქვა, ეს არის სოციალურად დაუცველი ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პენსიონერები, ვისთვისაც ყოველწლიურად 500-ლარიანი ვაუჩერი გამოიყოფა - ეს არის დაახლოებით 40 000-მდე ადამიანი. ის, რაზეც ზურა ჭიაბერაშვილი საუბრობდა, ეს არის სოციალური შემწეობის მიმღები პირები. საუბარია 19 000 ადამიანზე, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სულ ცოტა უფრო მეტი ყურადღებით რომ გაეცნონ და მოუსმინონ, რა განცხადებები კეთდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რას გულისხმობდა და რაც მკაფიოდ განაცხადა კახა კალაძემ - ეს არის ზუსტად ის რიცხვი, რაც ჩვენ განვაცხადეთ და არა 19 000. ასე რომ, ჩვენი მხრიდან არც შეცდომას ჰქონია ადგილი და მით უმეტეს, არც მოტყუების მცდელობას. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ცდებიან ან უბრალოდ ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და არასწორად მიაწოდონ პროგრამის ის შინაარსი, რაზეც დღეს დილით კახა კალაძე საუბრობა“,- განაცხადა ხმალაძემ.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, თბილისში მცხოვრები პენსიონერები მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×