რეზონანსი
14.10.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდებს.

როგორც საპატიმროდან ექსპრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას წაიკითხა, 30 ოქტომბერს ყველა ხმა უნდა იყოს დაცული.

„30-ში ყველანი არჩევნებზე, დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ ნიკა მელიას გამარჯვება თბილისში. ხატია დეკანოიძის გამარჯვება ქუთაისში, გიორგი კირთაძის გამარჯვება ბათუმში, ანზორ მელიას გამარჯვება ზუგდიდში, დავით კირკიტაძის გამარჯვება რუსთავში, გიგი უგულავას გამარჯვება ფოთში კობა ნაყოფიას გამარჯვება სენაკში, გიორგი ბოტკოველის გამარჯვება თელავში, იოსებ ბუაძის გამარჯვება ხაშურში", - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

ცნობისათვის, ამ წუთებში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×