რეზონანსი
23.09.2021

ელჩებს აბსოლუტურად დეტალურად მოვუყევით ყველა იმ მუქარისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ, რაც ჩვენი პარტიის მიმართ ხორციელდება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ევროკავშირის ოფისთან, ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „სიძულვილის ენა არათუ დაგმო მმართველმა პარტიამ, არამედ ბოლო დღეებში მოვისმინეთ კობახიძის, კალაძის, წულუკიანის განცხადებები, რომლებიც ამ ყველაფერს იწონებენ".

„სიძულვილის ენა, ეს ყველაფერი არათუ დაგმო მმართველმა პარტიამ, არამედ ბოლო დღეებში მოვისმინეთ განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, კობახიძის, კალაძის, წულუკიანის განცხადებები, რომლებიც ამ ყველაფერს იწონებენ. ამ ყველაფრის მოწონებამ და წახალისებამ კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება, მიგვიყვანოს და ეს პირველ რიგში, იქნება რა თქმა უნდა, „ოცნების" პასუხისმგებლობა. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ელჩებთან, ხაზი გავუსვით და აბსოლუტურად დეტალურად მოვუყევით ყველა იმ მუქარისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ, რაც ჩვენი პარტიის მიმართ ხორციელდება. იმ პროვოკაციების შესახებ, რომელსაც „ოცნება" გეგმავდა ჩვენი პარტიის ლიდერისა და წევრების მიმართ, იმ ბრალდებებისა და ტალახის სროლის შესახებ, რასაც ყოველდღიურად პარტიის ლიდერისა და წევრების მიმართ ეწევიან. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ძალიან დეტალურად მივაწოდეთ. ვუთხარით, რომ ამას აკეთებენ ღიად, საჯაროდ დაშინების მიზნით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×