რეზონანსი
04.08.2021

თუშეთის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი სო­ფელ ქვე­მო ალ­ვა­ნის მკვიდ­რია. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 35-ე კილომეტრზე გარდაცვლილი, 65 წლამდე ასაკის, ნუგზარ თათრულაიძეა.

გარდაცვლილი, "ტოიოტას" ფირმის საკუთარი ავტომანქანით, თუშეთის გზაზე სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის შემდეგაც ხევში გადავარდა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის დროს მან­ქა­ნა­ში მძღო­ლი და ერთი გერ­მა­ნე­ლი ტუ­რის­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მან­ქა­ნა რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მან­ქა­ნას მარ­თავ­და, ხოლო უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×