რეზონანსი
02.03.2021

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მინდა მადლობა გადავუხადო შარლს მიშელსა დაა ევროკავშირს ამ თანადგომისა და მედიაციისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან.

ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრას კონკრეტული შედეგი მოჰყვება.

„თავისთავად ის ფაქტი ის, რომ ბატონი მიშელის მიერ წარდგენილ ტექსტში გამოკვეთილია როგორც პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე შესაძლო ვადამდელი არჩევნების საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით, რომ დიდად აღფრთოვანებული დავრჩი იმ კომენტარებით, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, მაგრამ მაინც, იმდენად მაღალი დონის პირია ახლა ჩართული, იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )