რეზონანსი
02.03.2021

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 900 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 895 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 005 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 461 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 379-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1-ლი მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.78 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 265 686-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 532 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 35, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )