რეზონანსი
27.02.2021

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიას, მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო მხარდაჭერას უცხადებენ და მედია გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავენ.

სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა დოკუმენტს ხელი ტელეკომპანია „ფორმულას" სტუდიაში მოაწერეს, რითაც აღნიშნეს ის, რომ საქართველოში მედია დაუცველია. ისინი მიმართავენ პრემიერ-მინისტრსა და გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, რომ შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ.

„2020 -2021 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები, სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს, სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზირებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს. ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება; შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;

შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;

შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობების რეჟიმი;

შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკურად.

ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს",- ნათქვამია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
კახელი   (27.02.2021)
ქვევრს რასაც ჩასძახებ იმასვე ამოგძახებს, ნუ იქნებით აგრესიულები,ტენდენციური, ნუ აფრქვევთ ღვარძლს ტელევიზიებიდან,ისეთი აგრესია მოდის თქვენიდან რომ ქვეყნის აღებაში ლომის წილი თქვენ მიგიძღვით,სანიფხვეს საპერანგედ ხდით,დაიღალა ხალხი აღარ უნდა ამდენი არევ დარევა .მაგრამ თქვენ აგრესიას ვერ თოკავთ.

გოგა ჩიქოვანი   (27.02.2021)
თესლების შეკრება

ეკა   (27.02.2021)
ჩვენც უნდა გავაკეთოთ მანიფესტი, რომ თქვენ შეწყვიტოთ სიძულვილის ენა და ტყულების ტირაჟირება.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )