რეზონანსი
26.02.2021

დღევანდელი აქცია, ოპოზიციის ქმედებები, იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ოპოზიციის სასოწარკვეთა განპირობებულია ამბიციით, რომელიც მათ რეალურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება.

„დღევანდელი აქცია, დღევანდელი ოპოზიციის ქმედებები, იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი. რამ განაპირობა ეს სასოწარკვეთილება, ეს შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს. ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მათ რეალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამო ამბიცია. ამპარტავნება, რომელიც წარმოშობს სასოწარკვეთილებას, რაც ადამიანისთვის დამღუპველია. სასოწარკვეთილებაა ის, რასაც აკეთებენ. მართლა ვერ ვხვდები, რატომ იგდებენ თავს ამ სასოწარკვეთილებაში, რომ არა ეს ფუყე და ფუჭი ამბიცია. მათ მიიღეს ძალიან დიდი მანდატი და შეუძლიათ ქვეყნის სასიკეთო საქმე აკეთონ იქ, სადაც მათ ხალხმა მანდატი მისცა“, - განაცხადა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
palasio   (01.03.2021)
на дальных берегах!

სტატუს ქუო   (26.02.2021)
სოწარ, რაც ნაკლებ, ანალოგიურად ყლიურ ასეთ განცხადებას გააკეთებ, მით უკეთესი. ნუ აგიყოლია სირმა კობახიძემ, მდინარაძემ და სხვებმა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )