რეზონანსი
26.02.2021

პანდემიის პერიოდში საქართველოში საწოლფონდი ათჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„საწოლფონდებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს მნიშნველოვანი მიღწევები. იქიდან გამომდინარე, რომ ჩატარებული გვქონდა ქვეყნის მასშტაბით აუდიტი და ზუსტად ვიცოდით, თუ როგორი მზაობის წინაპირობა იყო ქვეყნის მასშტაბით ინფექციის კონტროლის მხრივ და ინფრასტრუქტურული მონაცემებით. გაზაფხულზე მობილიზებული გვქონდა 15 კლინიკა 800-მდე საწოლით, რომელიც პასუხობდა კოვიდ მართვაში ჩართული კლინიკების საჭიროებებს და კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვას. უკვე პიკური პერიოდისთვის ჩვენ შევძელით და თითქმის 10-ჯერ გავზარდეთ ეს რიცხვი და მიაღწია ამან 7000-ზე მეტ საწოლს. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამინისტრომ, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული როგორც ტექნოლოგიური აღჭურვულობის შეძენაში, ასევე ყველა იმ ტრენინგის დაგეგმვაში, რომელიც შემდეგ ხორციელდებოდა პერსონალის მიმართებაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილება, ზოგადად პაციენტის მკურნალობის და ასევე პაცინეტის ლოკალიზების მიმართებაში იყო საქართველოს „ნოუჰაუ“.

„მნიშნველოვანი მიღწევა საქართველოსთვის იყო ის აღმოჩენა, როდესაც ჩვენ მოვათავსეთ პაციენტები სასტუმროებში და მივანიჭეთ სასტუმროებს კლინიკური სასტუმროს სტატუსი და ასევე უზრუნველვყავით ყველა ის მნიშნველოვანი ტექნიკური აღჭრუვილობა სასტუმროებში, სადაც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს შეეძლოთ სამედიცინო დახმარების მიღება. იქ გვყავდა მობილიზებული სამედიცონო პერსონალი. ეს ჩვენ დამატებითი საწოლფონდის მობილიზების საშუალებას გვაძლევდა“, - აცხადებს ტიკარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )