რეზონანსი
25.02.2021

ევროკავშირის დღევანდელი გზავნილი კიდევ ერთხელ არის იმის დიაგნოზი, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში საჭიროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული პოლარიზაცია დასრულდეს და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი გვქონდეს.

„ევროკავშირის დღევანდელი გზავნილი კიდევ ერთხელ არის იმის დიაგნოზი, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისთვის. პირველ რიგში ეს არის, რომ დასრულდეს ის პოლარიზაცია, რაც არის პოლიტიკურ პარტიებს შორის, გვქონდეს ინკლუზიური საპარლამენტო ცხოვრება, პროცესი, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა დასრულდეს ბოიკოტის რეჟიმი და ოპოზიციამ მუშაობა პარლამენტიდან უნდა გააგრძელოს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროკავშირის განცხადება იხილეთ ამ ბმულზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (25.02.2021)
ბევრ ხალხს რომ ვერ შეკრებენ აქციებზე--მიხვდებიან ბოიკოტის მცდარობას და შევლენ პარლამენტში


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )