რეზონანსი
24.01.2021

მე-18 დღისთვის ადამიანის ორგანიზმში ცოცხალი ვირუსი აღარ არის და არის ვირუსის ნარჩენები, მკვდარი ვირუსია და ეს სიცხეების გახანგრძლივება არა ვირუსით, არამედ იმუნური ფაზითაა გამოწვეული. საერთოდ ვირუსული ფაზა გრძელდება 10 დღე, შემდეგ ვირუსის რეფლიკაცია ბუნებრივად წყდება და იწყება იმუნური ფაზა, რომელიც ხშირად უფრო მძიმეა, ვიდრე ვირუსული ფაზა, - ასე უპასუხა გადაცემა „დილის შოუში“, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მაყურებლის კითხვას, რომელსაც მე-18 დღეა სიცხე აქვს და აინტერესებდა იყო თუ არა გადამდები.

მისივე თქმით, როცა კოვიდინფიცირებულს 3 უსიმპტომო დღე აქვს, განმეორებითი ტესტი აღარ კეთდება და ითვლება, რომ ვირუსი აღარ არის.

„მე-18 დღისთვის ადამიანის ორგანიზმში ცოცხალი ვირუსი აღარ არის და არის ვირუსის ნარჩენები, მკვდარი ვირუსია და ეს სიცხეების გახანგრძლივება არა ვირუსით, არამედ იმუნური ფაზითაა გამოწვეული. საერთოდ ვირუსული ფაზა გრძელდება 10 დღე, შემდეგ ვირუსის რეფლიკაცია ბუნებრივად წყდება და იწყება იმუნური ფაზა, რომელიც ხშირად უფრო მძიმეა, ვიდრე ვირუსული ფაზა. იმუნურ ფაზაში, იმუნური ძალების მობილიზება ხდება ორგანიზმში, რომლებიც თავიდან ასრულებენ ორგანიზმში დამცავ როლს, მაგრამ რაღაც მომენტში ეს ვირუსული უჯრედები გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით, ხდება უკონტროლო და ორგანიზმისთვის დამაზიანებელი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )