რეზონანსი
22.01.2021

დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც თითოეული გადაწყვეტილება არის რთული, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე იმყოფება ბიზნესი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასრტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ შეღავათს უწევს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის არის გადასახადებისგან გათავისუფლება, ქონების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მნიშვნელოვანი სუბსიდირება და ბანკებთან დახმარება.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის გარდა, რესტორნების მხოლოდ გატანის სერვისის შენარჩუნება ვირუსის გავრცელების მაღალი რისკმა განაპირობა. იმ შემთხვევაში, კი თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა განახლდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

„საქართველოში სხვადასხვა ტიპის რესტორნებია, ევროპული ტიპის რესტორნებში წესებს უკეთესად, უფრო მაღალი სტანდარტით იცავენ, ვიდრე ქართული ტიპის რესტორნებში, სადაც მეტი ადამიანი იკრიბება და წვეულებები იმართება. ასევე ინფექციის გადაცემის ძირითადი წყარო რესტორანში არის არა ოფიციანტი, არამედ სტუმრები, რომლებიც პირბადეების გარეშე იმყოფებიან",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )