რეზონანსი
21.01.2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ მკვლელობას უძღოდა თუ არა კონფლიქტი ადგილობრივებისთვის უცნობია. მათი ინფორმაციით, მოკლული თბილისის მცხოვრებია და ნატანებში სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც ისინი ყვებიან, შემთხვევის დროს მასთან ერთად მისი შვილი იყო, რომლის ადგილსამყოფელია უცნობია.

„გარდაცვლილი არის ამირან ფალავანდიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ნატანებში. ეს კაცი იყო თბილისის მცხოვრები. სტუმრად იყო ჩამოსული თავის ძმასთან ერთად. რა იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული, არ ვიცი. ვიცი, რომ თავის შვილთან ერთად მოხდა ეს ამბავი, შვილი სახლში არ იმყოფება. დილით მეზობელმა ნახა გარდაცვლილი. არ ვიცი თუ ვინმესთან ჰქონდა კონფლიქტი, დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ გობრონიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 60 წლამდე მამაკაცი. მკვლელობის მოტივი უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )