რეზონანსი
21.01.2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიას ვაქცინაციის გეგმის ძირითად ასპექტები გააცნო. მისი თქმით, გეგმის ძირითადი ამოცანაა, წლის ვაქცინაციამ ბოლომდე 60% პროცენტი მოიცვას, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იმუნური პასუხით იყოს დაცული.

თავის მხრივ, ეს გამოიწვევს იმას, რომ ეკონომიკა გაიხსნას და ინფექციის გავრცელების რისკები აღარ იყოს.

„ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, თუმცა რეალისტური და ამის მიღწევა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფები ამ თანმიმდევრობით განისაზღვრა:

1. ჯანდაცვის სექტორი სრულად;

2. ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების (თავშესაფრების) ბენეფიციარები და პერსონალი;

3. 75 წელს გადაცილებული მოსახლეობა;

4. 65-74 წლის მოსახლეობა;

5. ესენციური სერვისები;

6. 55-64 წლის მოსახლეობა;

7. ქრონიკული დაავადების მქონე 18-54 წლის მოსახლეობა, მერე სხვა დანარჩენიც, ვირუსგადატანილებიც.

არ აიცრებიან ბავშვები. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასო იქნება. მსოფლიოში უკვე 32 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )