რეზონანსი
21.01.2021

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში, ეკონომიკის სწრაფი გახსნით პირველ რიგში ხელისუფლებაა დაინტერესებული. უნდა მოხდეს ეკონომიკის ფრთხილი, დაბალანსებული და თანმიმდევრული აღდგენა.

მანვე ტრანსპორტის აღდგენაზე ისაუბრა და ხელისუფლების მხრიდან პირველი იმედისმომცემი პროგნოზი გაკეთა:

,,ჩვენ გვქონდა ფართო მასშტაბიანი პოლიტიკური პროცესი და კოვიდ გავრცელების ანტირეკორდი, რაც არ ყოფილა ევროპაში. სატრანსპორტო შეზღუდვის ნაწილში როცა ვიწყებდით, მაშინაც ვთქვით, რომ ეს არის მობილობის შემცირებისათვის. მე შემიძლია გითხრათ, ეკონომიკის გახსნის გეგმა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. ასევე, ტრანსპორტის აღდგენის გეგმაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შემიძლია ვთქვა, რომ დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი არსებობს“, – განაცხადა ლილუაშვილმა გადაცემა ,,საქმეში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )