რეზონანსი
18.01.2021

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის, ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნებით მთავარი ოპოზიციური ფიგურის სახელი განიმტკიცა.

როგორც ბატიაშვილი „ინტერპერსნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ნავალნის ნაბიჯი პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება იყო.

ამასთან, მისივე განცხადებით, ახლა მოვლენების განვითარება გარკვეულწილად, ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის პოზიციებზე იქნება დამოკიდებული.

„ნავალნი არის პოლიტიკოსი და კარგად იცის სიტუაცია. იგი შეგნებულად დაბრუნდა რუსეთში. უპირველეს ყოვლისა, ამით მან მთავარი ოპოზიციური ფიგურის სახელი განიმტკიცა. ნავალნიმ იცის, რომ ციხეში ჩაჯდომაც სჭირდება ასეთ სიტუაციას და შეგნებულად წავიდა ამაზე. ციხეში ჩაჯდომაზე წავიდა იმისთვის, რომ ოპოზიციის მთავარ ფიგურად იქცეს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით. 20 იანვარი შორს არ არის, ვნახოთ, როგორი მიდგომები ექნებათ ამის მიმართ. პირველი სიგნალები, რაც არის, გახლავთ ის, რომ ბაიდენისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა. სწორედ ერთ-ერთი თემა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში იქნება აქტუალური, იქნება ნავალნის საკითხი და ეს ძალიან მალე გამოჩნდება. ახლა ბაიდენის ეპოქა იწყება მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ ბაიდენს ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ექნება. რეალურად ნავალნი არის რუსი პოლიტიკოსი და უცხოეთიდან ვერავითარ პროცესებს ვერ განაგებდა, მან ახალი მუხტი შემატა სიტუაციას, ახალი ცეცხლი გააჩინა ბრძოლის და ეს პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ალექსეი ნავალნის ამ ნაბიჯზე რუსი მოქალაქეების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იქნება.

„რუსეთი მრავალმილიონიანი ქვეყანაა და ერთგვაროვანი არ იქნება მათი დამოკიდებულება. ვინც ოპოზიციურად განწყობილია, მათ ლიდერის ეს ნაბიჯი, კიდევ უფრო გაამხნევებს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ შეუპოვარი უნდა იყო პუტინის რეჟიმის მიმართ და ეს ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ნაწილში ამ გრძნობებს გააღვივებს, მაგრამ არის მეორე, დიდი ნაწილი, რომელიც რეალურად, პუტინს უჭერს მხარს და მათთვის მიუღებელი იქნება ნავალნის ნაბიჯები", - განაცხადა ბატიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Ere   (18.01.2021)
Same Ara gakvs


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )