
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს" აეროპორტში დააკავეს.
„ბიბისის" რუსული გამოცემა წერს, რომ რუსმა პოლიციელებმა ალექსეი ნავალნი საპასპორტო კონტროლის გავლის დროს აიყვანეს.
რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი „ვნუკოვოს" აეროპორტში უნდა დაშვებულიყო. თუმცა, მედიის ინფორმაციით, ცვლილების მიზეზი „ვნუკოვოს" აეროპორტში თოვლის საწმენდი მოწყობილობის დაზიანება გახდა, რის გამოც დასაფრენი ბილიკი დაიხურა.
მოგვიანებით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ნავალნის თვითმფრინავი „შერემეტიევოს" აეროპორტში დაეშვა, „ვნუკოვოს" აეროპორტი სხვა თვიმფრინავების მისაღებად გაიხსნა.