რეზონანსი
14.01.2021

როგორ ცხოვრობს პატარა ომიკო ალუაშვილის ოჯახი ახალ სახლში? როგორც ამიკოს და ამბობს, მათთვის სიხარული მხოლოდ მერის მიერ ნაჩუქარი ბინა არ ყოფილა. მალე, ოჯახის უფროსი, ამიკოს მამა დასაქმდება, ახლა სპეციალურ კურსებს გადის. სამსახურის მაძიებელი იყო ამიკოს ძმაც და ახლა, ისიც პროფესიული გადამზადების კურსზეა ჩართული.

„ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, აღარ ვართ სიცივეში, კარგი პირობები გვაქვს. ვარკეთილში ვცხოვრობთ, მეტროსთან ახლოს ოთხოთახიან გარემონტებულ სახლში.

როცა სახლში პირველად მივედით, ყველაფერი დაგვხვდა, რაც ოჯახისთვის საჭიროა. პირადად, კახი კალაძემ გვიმასპინძლა. წარმოიდგინეთ, ხმა ვერ ამოვიღე სიხარულისგან. უბედნიერესი ვიყავი და მხოლოდ ტირილი მინდოდა. ამიკომ იმდენად გახარებულია, თავის ოთახს გამუდმებით ალაგებს, ნაძვის ხის გარშემო დარბის და თავის ოცნებებს უთქვამს…

 თბილისის მერმა ყველაფერზე იზრუნა, წარმოიდგინეთ ყველანაირი ავეჯი, ტექნიკა და სხვა საოჯახო ნივთები დაგვახვედრა. პირსახოცებისა და თეთრეულის ყიდვაც კი არ დაგვჭირდა.

დაუვიწყარია და ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება პირველი ღამე ჩვენს საკუთარ სახლში. 29 წლის ვარ, საკუთარი სახლი არასოდეს გვქონია. აქამდე სულ ქირით ვცხოვრობდით, ერთი მისამართიდან, მეორეზე, ერთმანეთზე უარეს პირობებში.

რაც შეეხება ახალ წელს, ჩვენ ნამდვილი ახალი წელი გვქონდა, აუხდენელი ოცნებების ახდენის დღესასწაული იყო. მამა ახლა, ყველაზე ბედნიერია. კახი კალაძე მამას დასაქმებაში დახმარებას დაჰპირდა და ახლა, სპეციალურ კურსებს გადის, ელექტრობას სწავლობს, რათა დასაქმდეს. გარდა ამისა, ჩემი ძმაც პროფესიული გადამზადების კურსზე ირიცხება და ისიც მალე, დასაქმდება”, – განუცხადა "პრაიმტაიმს" თიკო ალუაშვილმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
Irma kapanadze   (14.01.2021)
ამ ოჯახს ვუსურვებ რომ თავიანთი შრომით და მონდომებით მეტი შეეძინოთ და გაჭირვება აღარასდროს ენახოთ. ბ-ნ კახის უდიდესი მადლობა ამ ოჯახის გაბედნიერებისთვის, ვუსურვებ კიდევ მრავალი კეთილი საქმეების კეთებას უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის და ეს კეთილი საქმეები მის ოჯახს ასმაგად სიკეთით დაბრუნებოდეს ღვთის ნებით.

***   (14.01.2021)
მიდი კახი ბევრი ბავშვი და ოჯახები გააბედნიერე.🤗

***   (14.01.2021)
მიდი კახი ბევრი ბავშვი და ოჯახები გააბედნიერე.🤗


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×