რეზონანსი
13.01.2021

დაახლოებით ერთ თვეში საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოვა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან მედიცინის მუშაკები და მაღალი რისკის ჯგუფები.

„მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები. „ფაიზერის“ ვაქცინის უფრო მეტი რაოდენობისთვის, მილიონი და ორი მილიონი დოზისთვის, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის. ამიტომ თავიდან იგეგმება, რომ შემოიტანონ მცირე პარტია და ვაქცინაცია ჩაუტარდეს მხოლოდ მედიცინის მუშაკებს და მაღალი რისკის ჯგუფებს, გარკვეული ასაკის ზემოთ. გააჩნია, რამდენი იქნება ვაქცინა.

ამის შემდეგ, დაახლოებით მარტისთვის ველოდებით ვაქცინის ძირითადი რაოდენობის შემოსვლას. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელი იქნება. ჩემი სურვილია და მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ოპტიმალურია „ასტრაზენეკას“ და ირისის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ბრიტანული ვაქცინა, რამეთუ ეს ვაქცინა, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არის ყველაზე უკეთესი ხარისხის და ის თავისუფალია იმ უხერხულობისგან, რაც ახასიათებს „ფაიზერს“ და „მოდერნას“. მას არ სჭირდება -80 გრადუსი, ის ინახება მაცივრის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე +2-დან +8-მდე. ამდენად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ოპტიმალური და იდეალური საქართველოსთვის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Kakuci   (13.01.2021)
Faizeris vaksinaze dges gamoasxades ro ukve amerikashi 28 adamiani gardaisvala da aseve bevria shokis mdgomareobashi es xom unda gaitvaliswinot

1234   (13.01.2021)
თურქეთმა დაამტკიცა ჩინეთის სინოვაკ ვაქცინა. თუ შესაძლებელია ამ ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის დაწყება უკვე, შემოიტანეთ და დაიწყეთ. ყოველ დღე 25-30 ადამიანი იღუპება საქართველოში. ერთი თვით ვაქცინაციის დაგვიანება ნიშნავს 700-900 ადამიანის სიკვდილს!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×