
მე 2011 წლამდე საჩხერის კლინიკაში ვმუშაობდი. ჩვენს კლინიკასა და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით დაცულ სხვა პროექტებს უშუალო საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ საფრთხეში იყო მთელი ქვეყანა და ამიტომ წავიდა ის პოლიტიკაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „დღის ქრონიკა" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„პოლიტიკაში შემოსვლის ქველმოქმედებად შეფასება შეიძლება რთული აღსაქმელი იყოს შესაბამისი განმარტებების გარეშე. მე 2011 წლამდე საჩხერის კლინიკაში ვმუშაობდი. ერთი მხრივ, მაშინ იყო მმართველი ძალა, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა. მეორე მხრივ, საჩხერეში მიმდინარე პროექტები გამორჩეული იყო იმით, რომ მე და ჩემს თანამშრომლებს პრაქტიკულად არ გვქონია შეხება მმართველ ძალასთან, იმიტომ რომ დაცულები ვიყავით ამ ადამიანის ავტორიტეტით. საჩხერეს და მისი ავტორიტეტით დაცულ სხვა პროექტებს უშუალო საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ საფრთხეში იყო მთელი ქვეყანა და ამიტომ წავიდა ივანიშვილი პოლიტიკაში. ესაა ჩემი შეხედულება. საჩხერის კლინიკა კონცეპტუალურად განსხვავდებოდა დანარჩენებისგან და შემდგომში ეს კონცეფცია გავრცელდა ყველაზე საყოველთაო ჯანდაცვის სახით. ესაა მიდგომა, რომ უფულობის გამო არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ უნდა დაემუქროს საფრთხე. ჩვენ მხოლოდ საჩხერის მოსახლეობას არ ვმკურნალობდით, ძალიან ხშირად ჩამოჰყავდათ სხვა ქალაქებიდან პაციენტები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ. 2013 წლიდან იგივე კონცეფცია გავრცელდა მთელ ქვეყანაში", - განაცხადა სერგეენკომ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2) | მედეა (14.01.2021) პოლიტიკაში ყოფნა ფრიად უმადური საქმეა. სადაც იქნება, იქ გაუმარჯოს ბიძინა ივანიშვილს, ამ ღირსეულ ქართველ კაცს! ნეტავი მას მიჰბაძონ მისმა მეტოქეებმა. ნეტავი მმართველ პარტიას ეყოს ძალა გააუმჯობესოს ასერიგად გაუარესებული ყოფა.ყველა ჯურის მტერი ახლა წამოყოფს თავს,ბუკნარის მაგალითია ამის დასტური."არ გაახაროს მტერი ჩვენზედა..."ამინ!
ჭორლეონე (13.01.2021) ბატონო დავით, ბორია ივანიშვილი იმიტომ წავიდა პოლიტიკაშ, რომ ასეთი ინსტრუქცია მიიღო პატრონისგან. აქვე იმასაც დავძენ, პოლიტიკიდან კი არ წავიდა...გააპანღურეს. დამიჯერეთ.
| |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორი:
ზვიად შვანგირაძე
მულტიმედია კონტენტის რედაქტორი:
ზვიად მახარაძე
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|