რეზონანსი
04.12.2020

კახეთში,კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ხანდაზმული გურჯაანის დასუფთავების სამსახურში მძღოლად მუშაობდა. ის გურჯაანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით სამი დღის წინ მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.

მედიკოსების განცხადებით, კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მცდელობის მიუხედავად მათ კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბოლო ინფორმაციით, რეგიონში დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობამ 4 700-ს გადააჭარბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×